Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როლან კილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ასტრონომიის სპეციალობით 1955 წელს. 1955-2010წწ. მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში; სამეცნიერო მუშაობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას 1962-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის და 1985-1990წწ. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის კათედრებზე; 2007- 2010წწ. იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. არის მონოგრაფიების, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის სახელმძღვანელოს, უმართავი გეოსტაციონარული თანამგზავრების გაუმჯობესებული სამი კატალოგის და 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის თანაავტორი, რამოდენიმე სამეცნიერო-პოპულარული წიგნის რედაქტორი და კონსულტანტი. 1996 წელს მცირე პლანეტათა საერთასორისო კატალოგში 4737 ნომრით რეგისტირებულ მცირე პლანეტას როლან კილაძის პატივსაცემად ეწოდა სახელი "კილაძე". მიღებული აქვს მედალი "კოსმოსში ადამიანის გაფრენის 25 წელი" (1986), ციოლკოვსკის სახელობის მედალი (1991), მედალი "იური გაგარინის კოსმოსში გაფრენის XXX წელი" (1991), მედალი მეოცე საუკუნის მიღწევებისათვის (1991). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 182; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.309; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 39-40 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |