The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როლან კილაძე

როლან კილაძე
Date of birth:24 September, 1931
Date of death:22 February, 2010  (at 78 years)
Category:Astronomer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ასტრონომიის სპეციალობით 1955 წელს.

1955-2010წწ. მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში; სამეცნიერო მუშაობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას 1962-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის და 1985-1990წწ. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის კათედრებზე; 2007- 2010წწ. იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. არის მონოგრაფიების, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის სახელმძღვანელოს, უმართავი გეოსტაციონარული თანამგზავრების გაუმჯობესებული სამი კატალოგის და 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის თანაავტორი, რამოდენიმე სამეცნიერო-პოპულარული წიგნის რედაქტორი და კონსულტანტი. 1996 წელს მცირე პლანეტათა საერთასორისო კატალოგში 4737 ნომრით რეგისტირებულ მცირე პლანეტას როლან კილაძის პატივსაცემად ეწოდა სახელი "კილაძე". მიღებული აქვს მედალი "კოსმოსში ადამიანის გაფრენის 25 წელი" (1986), ციოლკოვსკის სახელობის მედალი (1991), მედალი "იური გაგარინის კოსმოსში გაფრენის XXX წელი" (1991), მედალი მეოცე საუკუნის მიღწევებისათვის (1991).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 182; observatory.iliauni.edu.geწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.309

Member of Organizations

  • ევროპული ასტრონომიული საზოგადოება, წევრი (1982-)
  • საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი, წევრი (1964-)
  • საქართველოს ასტრონომიული საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს კოსმონავტიკის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1988-)

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ასტრონომიული მეცნიერების განვითარებისთვის
  • 1971 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    ზუსტი ასტრონომიული ხელსაწყოთმშენებლობის დარგში მიღწეული წარმატებისთვის
  • 1970 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
    კოსმოსური კვლევის პროგრამების განხორციელებაში მიღწეული წარმატებებისთვის

Bibliography


Share: