The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ გძელიშვილი

იოსებ გძელიშვილი
Date of birth:29 November, 1909
Date of death:1968  (at 58 years)
Category:Archaeologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1932-1944წწ. მუშაობდა ინჟინრად; 1944-1965წწ. იყო თავისივე ხელმძღვანელობით შექმნილი არქეოლოგიურ–ტექნოლოგიური ლაბორატორიის გამგე; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის არქეოლოგიურ ექსპედიციას; პირველმა შეადგინა თბილისის და მისი მიდამოების საინჟინრო გეოლოგიური რუკა; საფუძველი ჩაუყარა ქვემო ქართლში შუა საუკუნეების ნასოფლარების არქეოლოგიურ კვლევა–ძიებას; დიდი წვლილი შეიტანა უძველესი სამთამადნო და მეტალურგიული წარმოების გამოკვლევაში; ბოლნისის რაიონსა და აჭარაში აღმოაჩინა და შეისწავლა შუა საუკუნეების რკინის მაღაროები და ლითონის სადნობი ქურები; გამოქვეყნებულ ნაშრომთაგან აღსანიშნავია – "თბილისის მატერიალური კულტურის ძეგლები" (1961) და "რკინის დნობის საქმე ძველ საქართველოში" (1964); გეოლოგია–მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1946).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.239

Bibliography


Share: