Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გელა კვაჭანტირაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1978 წელს; ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი სპეციალობით ბიზნეს-იურისტი 2001 წელს. 1978-1992წწ. რიგი სამეცნიერო პროექტებისა და პროგრამების ხელმძღვანელი მაღალი ტექნოლოგიების სფეროში სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში: 1982-1988წწ. წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-1991წწ. ლაბორატორიის გამგე; 1992-1995წწ. სახელმწიფო მეთაურის აპარატის ანალიტიკური სამსახურის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სახელმწიფო მრჩეველი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ეროვნულ–დემოკრატიული პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2000 წელს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის კონსულტანტი; 2001-2003წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის - "სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ანალიზის" განყოფილების ხელმძღვანელი; 2003-2011წწ. ქართულ-ამერიკული საერთაშორისო საწარმოების - "Speqtra Gases Georgia " და "CPI Georgia"-ს მთავარი კონსულტანტი; 2010-2011წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში" (კითხულობდა ლექციების კურსს - "ბიზნესის საფუძვლები"); 2011 წელს გ. კვაჭანტირაძე აფუძნებს საზოგადოებრივ ორგანიზაციას - "მაღალი ტექნოლოგიების ჯგუფს" ("Hi - Tech Group"), რომელის მიზანია საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის საფუძვლების ჩამოყალიბება, ინდუსტრიული რევოლუციის (Industry 4.0) კონცეფციის შექმნა და მისი იმპლემენტაცია. 2011-2015წწ. შპს "Hi-Tech Villa"-ს დირექტორი; 2015–2017წწ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის "უწყვეტი განათლების ცენტრის" კონსულტანტი; 2017-2019 წწ. სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის"კონსულტანტი. 2019 წელს დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია - "დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაცია", რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. ასოციაცია აერთიანებს ექსპერტებს, რომლებიც იზიარებენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსს. არის 13 სამეცნიერო შრომის თანაავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 177; საქართველოს პარლამენტი ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 200; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.338 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |