Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კაკო კვანტალიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს; 1925 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში. 1928 წლიდან იყო მარჯანიშვილის სახ. თეატრის წამყვანი მსახიობი. წარმატებით ასრულებდა მკვეთრად სახასიათო როლებს. მათ შორის აღსანიშნავია ქუჩარა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), კორნელი (კ. კალაძის "როგორ"), ტიტიკო (ვ. გაბესკირიას "გაზაფხულის დილა"), ხახული (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), გრუმიო (უ. შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"), ლეპორელო (ა. პუშკინის "ქვის სტუმარი"), ნიკიფორე (მ. ბარათაშვილის "მარინე"), სამსონ ნებიერიძე (მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), ქერუბინო (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ალფრედ დულიტლი (შოუს "პიგმალიონი"), ზემლიანიკა (ნ. გოგოლის "რევიზორი"), ლოპიანე (პ. კაკაბაძის "ცხოვრების ჯარა"), ოლიმპო (ბ. შელის "ბეატრიჩე ჩენჩი") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: გელა ("უკანასკნელი ჯვაროსნები", 1933), მეზობელი "დარიკო", 1936), ბონდო ("ქეთო და კოტე", 1948), მენახშირე მიტუა ("მაგდანას ლურჯა", 1955), ვარდენი ("უდიპლომო სასიძო", 1961), ქიშვარდი ("მე ვხედავ მზეს", 1965) და სხვ. ჩამოაყალიბა ქართული ესტრადის თეატრი, წარმატებით მოღვაწეობდა საესტრადო ჟანრში, მუშაობდა ფილარმონიაში. იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის შემოქმედებით ცხოვრებასთან. სიცოცხლის ბოლომდე ნაყოფიერად იღწვოდა ამ თეატრის სცენაზე და აქტიურად იყო ჩართული კოლექტივის მხატვრულ, ორგანიზატორულ თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ., 1980.-გვ. 484; მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.217; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.113; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |