The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კაკო კვანტალიანი

კაკო კვანტალიანი
ოფიციალური სახელი:აკაკი კვანტალიანი
დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:27 ივლისი, 1967  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს.

1925 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ამავე დროს მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში; 1928 წლიდან იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი; წარმატებით ასრულებდა მკვეთრად სახასიათო როლებს. მათ შორის აღსანიშნავია ქუჩარა (კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), კორნელი (კალაძის "როგორ?"), ტიტიკო (გაბესკირიას "გაზაფხულის დილა"), ხახული (კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ლეპორელო (პუშკინის "ქვის სტუმარი"), ნიკიფორე (მ. ბარათაშვილის "მარინე"), სამსონ ნებიერიძე (მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), ქერუბინო (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ალფრედ დულიტლი (შოუს "პიგმალიონი"), ზემლიანიკა (გოგოლის "რევიზორი"), ლოპიანე(კაკაბაძის "ცხოვრების ჯარა") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: გელა ("უკანასკნელი ჯვაროსნები", 1933), მეზობელი "დარიკო", 1936), ბონდო ("ქეთო და კოტე", 1948), მენახშირე მიტუა ("მაგდანას ლურჯა", 1955), ვარდენი ("უდიპლომო სასიძო", 1961), ქიშვარდი ("მე ვხედავ მზეს", 1965) და სხვ. ჩამოაყალიბა ქართული ესტრადის თეატრი, წარმატებით მოღვაწეობდა საესტრადო ჟანრში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.-თბ., 1980.-გვ. 484; მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.217

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1956 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1952 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1943 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: