The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სანდრო ჟორჟოლიანი

სანდრო ჟორჟოლიანი
Legal name:ალექსანდრე ჟორჟოლიანი
Date of birth:8 February, 1888
Date of death:24 June, 1969  (at 81 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1911 წელს.

1912-1920წწ. იყო პედაგოგი ბაქოსა და თბილისში; ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა ქართველ სცენისმოყვარეთა დასის სპექტაკლებში; 1921 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი; 1928 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. ამ პერიოდის საუკეთესო როლებია: ყარამანი (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"), დიტო (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი"), კოწია (შ. დადიანის "გუშინდელნი"), მინისტრის მდივანი (ნ. აზიანის "დეზერტირკა") და სხვა. 1925 წლიდან იღებდნენ კინოში. როლები: იმერელი თავადი ("სამანიშვილის დედინაცვალი", 1927), გენერალი ("ელისო", 1928) მოსე მწერალი ("დარიკო", 1936), კოსტაია ("ნარინჯის ველი", 1937), მაჭანკალი არისტო ("დაკარგული სამოთხე, 1938), ამირანი ("ჭირვეული მეზობლები", 1945), ფოსტალიონი კირილე ("ჭრიჭინა", 1954), სანდრო ("აბეზარა", 1956), ბაბუა ("მანანა", 1956), ილიკო ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", 1963), ედემიკა ("მე ვხედავ მზეს", 1963) და სხვა. ფართო პოპულარობით სარგებლობდა როგორც ესტრადის მსახიობი.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.305; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

Awards and Honors

  • 1942 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1938 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: