Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა აზმაიფარაშვილი
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1930 წელს. 1923-1928წწ. უკრავდა სასულე და სიმფონიურ ორკესტრებში; 1932 წლიდან იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირიჟორი, 1938-1952წწ. მთავარი დირიჟორი; 1943-1953წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს რადიოს სიმფონიურ ორკესტრს; 1954-1957წწ. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს; მისი მუსიკალური ხელმძღვანელობით დაიდგა მრავალი ქართული ოპერა: მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი", ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"(1937, ორივე), გ. კილაძის "ლადო კეცხოველი", ი. გოკიელის "პატარა კახი"(1943), შ. შველიძის "ამბავი ტარიელისა"(1946, სახელმწიფო პრემია, 1947), დ. თორაძის "მთების ძახილი"(1947); მუსიკალური ნაწარმოებებია: სიმფონიური პოემა "ყვარლის მთები"(1939), საორკესტრო სიუიტა "ძველი თბილისის სურათები"(1941), სიმფონია(1945, C-dur), ვოკალურ-სიმფონიური პოემა "ქართლი"(1946), ოპერა "ხევისბერი გოჩა"(1951), მუსიკალური კომედია "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"(1952); კომპოზიტორი, დირიჟორი. წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973.- გვ.6; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.16; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |