The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე გვაზავა

ალექსანდრე გვაზავა
დაბადების თარიღი:21 ნოემბერი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს.

1985–1987წწ. იყო ჩხოროწყუს რაისაავადმყოფოს ქირურგი; 1988–1990წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1991–1994წწ. აკადემიკოს კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1990 წლიდან არის თბილისის პირველი საავადმყოფოს ზოგადქირურგიული კლინიკის ქირურგი; 1998 წლიდან ამავე საავადმყოფოს მიმღებ–პოლიკლინიკური გაერთიანებების ხელმძღვანელი. ავტორია 7 სამეცნიერო ნაშრომის ბილიარული სისტემის პრობლემებზე. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჭეშმარიტი პოსტქოლეცისტექტომური სინდრომი და ნაღვლის კალაპოტის ცვლილებები ქოლეცისტექტომიის შემდეგ", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.63


გააზიარე: