შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ანდრიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, ყვარლის რაიონი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1933 წელს. 1928–1949წწ. იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1932–1934წწ. მუშაობდა ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელში; 1935–1940წწ. თბილისის III სამუსიკო სასწავლებელში; 1937–1949წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ასწავლიდა კომპოზიციას; 1956–1965წწ. პედაგოგი და საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების ხელმძღვანელი თბილისის კულტურულ–საგანმანათლებლო სასწავლებელში; 1966–1971წწ. ქ. სიღნაღის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; დაწერილი აქვს: ორი სიმფონია(1933, 1937), საფორტეპიანო კონცერტი(1934), სიმფონიური პოემა "საბჭოთა ოსეთი"(1942), კვარტეტი(1944); მის შემოქმედებაში მთავარი ადგილი უჭირავს საოპერო მუსიკას, ავტორია: "კაკო ყაჩაღი"(1940), "ნანა"(1942), კომიკური ოპერა "ლაშქარა"(1946, დაიდგა), "ოთარაანთ ქვრივი"(1951), "მეგობრობა"(1954), საბავშვო ოპერა "ჩხიკვთა ქორწილი"(1954, დაიდგა), "ზვავი"(1960, დაიდგა), "განდეგილი"(1971); სიმღერები, მუსიკა კინოფილმებისა და სპეკტაკლებისათვის; იგი მონაწილეობდა ფოლკლორულ ექსპედიციებში, 1960 წელს მოაწყო ფოლკლორული ექსპედიცია აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში, ჩაიწერა 150-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა, შეადგინა(ვ. მახარაძესთან ერთად), კრებული "ქართული ხალხური სიმღრები"(1972); აღსანიშნავია მისი სარედაქტორო მუშაობაც, მას ეკუთვნის ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "ლატავრას" ახალი რედაქცია(ვ. ფალიაშვილთან და მ. კვალიაშვილთან ერთად). წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. – გვ.10 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |