The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პლატონ დადვანი

პლატონ დადვანი
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1913
გარდაცვ. თარიღი:1991  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მულახი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის საგზაო–საავტომობილო ტექნიკუმი.

მესტიის პედაგოგიურ სასწავლებელში ასწავლიდა ხატვასა და მუსიკას; აქვე შეადგინა მომღერალთა და მოცეკვავეთა გუნდი; აღადგინა და დავიწყებას გადაარჩინა არაერთი ძველი სვანური სიმღერა; განავითარა და დახვეწა სვანური ცეკვები; იყო მესტიის კულტურის სახლის დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი; განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის სვანური ფოლკლორის შენახვა–განვითარების საქმეში. ლოტბარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.248; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.165

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: