The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მელიტონ ბალანჩივაძე

მელიტონ ბალანჩივაძე
Date of birth:5 January, 1863
Date of death:21 December, 1937  (at 74 years)
Burial location:საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, მწვანეყვავილა, ქუთაისი
Category:Composer, Singer

Biography

დაბადების ადგილი: წყალტუბოს რაიონი, სოფელი ბანოჯა. 

პირველდაწყებითი განათლება მიიღო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.

ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ჩამოაყალიბა მოსწავლეთა გუნდი და სიმღერა–გალობას ასწავლიდა; 1879 წელს თბილისში გადმოსვლის შემდეგ საქართველოს ეგზარქოსის მგალობელთა გუნდში ჩაირიცხა; გუნდის ხელმძღვანელმა კუშეკმა მას მუსიკის თეორია შეასწავლა და თავის თანაშემწედ დანიშნა; 1880 წლიდან იგი თბილისის ოპერის თეატრის გუნდში მიიწვია ფ. ქორიძემ; მალე სოლო პარტიებიც იმღერა ოპერებში: "ევგენი ონეგინი"(ზარეცკი) და "ფაუსტი"(ვალენტინი); 1882 წელს ჩამოაყალიბა ქართული ხალხური სიმღერის გუნდი, რომელმაც 1883 წელს თბილისში კონცერტი გამართა, ეს იყო პირველი შემთხვევა ქართული ხალხური სიმღერების საჯაროდ შესრულებისა, რასაც დიდი კულტურულ-ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა; 1883–1886წწ. ფ. ქორიძესთან ერთად მთელი საქართველო შემოიარა ხალხური სიმღერისა და გალობის ჩაწერა-შესწავლის მიზნით; 1886 წლიდან მღეროდა ლ. აღნიაშვილის მიერ დაარსებულ გუნდში და ერთხანს კიდეც ხელმძღვანელობდა; იმავე ხანებში ჩამოაყალიბა ორკესტრი რომელიც ლ. აღნიაშვილის გუნდთან ერთად კონცერტებზე ხალხური სიმღერებისაგან შედგენილ "ქართულ პოპურის" ასრულებდა; 1889 წელს შექმნილი აქვს რომანსები: "ნანა", "შენ გეტრფი მარად", "ოდესაც გიცქერ"(ქართულ მუსიკაში რომანსის ჟანრის პირველი და კლასიკური ნიმუშები); 1889–1895წწ. სწავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში ვოკალის განხრით, შემდეგ კი კომპოზიციის კლასით; რუსეთში იგი 28 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, პროპაგანდას უწევდა ქართული მუსიკის ხელოვნებას, მართავდა ქართული მუსიკის საღამოებს, გამოდიოდა როგორც ლოტბარი და მომღერალი; აქ დაწერა ოპერა "თამარ ცბიერის"(ა. წერეთლის, "თამარ ცბიერის" მიხედვით, ლიბრეტო ვ. ველიჩკოსი) პირველი აქტი და მესამე აქტის ცალკეული ნაწილები, რომლებიც პირველად 1897 წლის 20 დეკემბერს რუსი მსახიობების მონაწილეობით შესრულდა პეტერბურგის კეთილშობილთა საკრებულო დარბაზში; საქართველოს გარეთ, რუსეთში დადგმულმა პირველმა ქართულმა ოპერამ დიდი მოწონება დაიმსახურა; 1926 წლის 6 აპრილს თბილისის ოპერის თეატრში დაიდგა "თამარ ცბიერი"(ლიბრეტო კონსტანტინე ფოცხვერაშვილის), 1937 წელს ეს ოპერა "დარეჯან ცბიერის" სახელწოდებით მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადაზე შესრულდა და მაღალი შეფასება დაიმსახურა; 1906 წელს პეტერბურგში მან მონაწილეობა მიიღო ა. რუბინშტეინის ოპერა "დემონის" ქართულ ენაზე დადგმაში; 1917 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და ფართოდ გაშალა მუსიკალური-საზოგადოებრივი მოღვაწეობა; 1918 წელს ქუთაისში დააარსა მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს; აქტიურად მონაწილეობდა თბილისის კონსერვატორიის რეორგანიზაციაში; მონაწილეობდა ხალხური სიმღერის გუნდების დაარსებაში; ხელმძღვანელობდა ხალხური მუსიკის შემკრებ და შემსწავლელ კომისიას; მეთაურობდა სახალხო განათლების სამუსიკო განყოფილებას; 1929-1931წწ. იყო ბათუმის, ხოლო 1935 წლიდან ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი; მისი სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: კანტატა "დიდება ზაჰესს"(1927), "სტუდენტების სიმღერა"(ქალ-ვაჟთა გუნდისათვის), "ქართული ეროვნული მარში" სიმფონიური ორკესტრისათვის; მომღერალი, კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 2. – თბ., 1977. – გვ. 166

Awards and Honors

  • 1933 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: