შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბონდო დადვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილ: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტი 1960 წელს. წლების განმავლობაში უკრავდა სახემწიფო სიმფონიურ ორკესტრში; 1959-1972წწ. მუშაობდა ფოტოკორესპონდენტად სხვადასხვა მედიასაშუალებებში; 1972-1973წწ. იყო გაზეთ "თბილისის" ილუსტრაციის განყოფილების გამგე; 1972-1986წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის ფოტორესპოდენტი; საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის ფოტოსტუდიის დირექტორი; 1973-1975წწ. "თბილფოტოს" დირექტორი; 1988-1991წწ. საქართველოს დიზაინერთა ფოტოლაბორატორიის უფროსი; 1991-1994წწ. "საქინფორმის" ფოტოქრონიკის მთავარი რედაქტორი; მისი პერსონალური ფოტოგამოფენები მოეწყო როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ (მოსკოვი, აშშ, რუმინეთი, მალტა, გერმანია, საბერძნეთი, იაპონია); ავტორია ფოტოალბომისა – "ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პოტრეტები ავტოგრაფებით" (2007); ფოტოჟურნალისტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.248; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.409 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |