Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ კეჭაყმაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სადირიჟორო ფაკულტეტი 1965 წელს. 1966 წლიდან მუშაობა დაიწყო მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1968 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კონსერვატორიაში; 1972-1982წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს მუსიკალურ დაწესებულებათა სამმართველოს უფროსი, სარეპერტუარო--სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორი; 1980-2007წწ. საგუნდო-სადირიჟორო კათედრის გამგე; მიღებული აქვს პრემია "წლის საუკეთესო კინომუსიკისთვის", მიუზიკლი "არსენას ლექსი" (1985), პრემია "დრამატული სპექტაკლისთვის შექმნილი საუკეთესო მუსიკისთვის", გრიგოლ რობაქიძის "ლამარა" განსახიერებული ქ. ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (2009). 2005-2013წწ. კულტურის მინისტრის მრჩეველი, შექმნილი აქვს როგორც დიდი, ისე მცირე ფორმის 350-ზე მეტი საგუნდო ნაწარმოები, საეკლესიო საგალობლები, მუსიკა დრამატული სპექტაკლების, კინოფილმებისა და მიუზიკლებისთვის. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 176; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.377 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |