The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოლღა ბარამიშვილი

ოლღა ბარამიშვილი
Date of birth:30 November, 1907
Date of death:29 September, 1956  (at 48 years)
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1930 წელს.

1938 წლიდან იგი ასწავლიდა თბილისის კონსერვატორიაში ჰარმონიის კურსს როგორც ასისტენტი, ხოლო 1943 წლიდან დოცენტის რანგში — სპეციალურ და ზოგადი სოლფეჯიოს კურსს; მას დაწერილი აქვს: ვოკალურ-სიმფონიური და სარომანსო ციკლები ვაჟა–ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, ალექსანდრე პუშკინისა და სხვა გამოჩენილ პოეტთა ლექსებზე, მუსიკა სპექტაკლებისთვის, სუიტა "ბედნიერი ბავშვობა"(1938), ვოკალურ-სიმფონიური პოემა "სიმღერა ქარიშხალაზე"(1942),  პატარა სიმფონიური პოემა "შვლის ნუკრის ნაამბობი"(1946, ვაჟა–ფშაველას მოთხრობის მიხედვით),  "ზღაპარი"(1950, საფორტეპიანო პიესა),  კანტატა "ხალხთა ბედნიერება — მშვიდობა"(1951, ტექსტი — გალაკტიონ ტაბიძე), "ახალგაზრდობის ვალსი"(1952, სასულე ორკესტრისათვის), "ესპანური ცეკვა"(1953, საფორტეპიანო პიესა), სუიტა შექსპირის ტრაგედიის "რომეო და ჯულიეტას" მუსიკიდან(1955); მას დ. სლიანოვასთან ერთად ქართულ მუსიკალურ მასალაზე დაყრდნობით დაწერილი აქვს სოლფეჯიოს სახელმძღვანელო; კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი.

წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. -  გვ. 30; persons-info.com


Share: