The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ გვასალია

გურამ გვასალია
Date of birth:2 June, 1946  (78 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.

1969–1972წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1973–1978წწ. ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1978–1990წწ. ასისტენტი; 1990–1994წწ. დოცენტი; 1994 წლიდან – პროფესორი. 1983–1989წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინტერნატურისა და საწარმოო პრაქტიკის დეკანის მოადგილე; 1989–1994წწ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი; 1994–1996წწ. სამედიცინო პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი; 1996 წლიდან ხელმძღვანელობს ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს კლინიკას. ავტორია 110 სამეცნიერო ნაშრომის. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ბიოქიმიური ცვლილება და შინაგან ორგანოთა ფუნქციური მდგომარეობა ნაწლავგარეთა ფისტულების დროს და მისი მკურნალობა", დაიცვა 1974 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "დიფუზიური პერიტონიტი და პერიტონული სეფსისი, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კრიტერიუმების სტრუქტურულ–ციტოქიმიური დასაბუთება", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.64; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.201

Member of Organizations

  • საქართველოს სამედიცინო–ბიოლოგიური აკადემია, წევრი

Awards and Honors

  • 1994 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

Share: