The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი გვახარია

დაბადების თარიღი:1 მაისი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს.

1984–1990წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში; 1984, 1990–1992წწ. მუშაობდა თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის გულის ქირურგიის განყოფილებაში; 1992–1995წწ. მეხიკოს დიაგნოსტიკურ კლინიკაში, ჯერ მრჩევლად, შემდეგ კარდიოლოგად; 1995 წლიდან "Estudios Clinikos Dr Y.J. Oriard S.A" –ს სამედიცინო დირექტორი და კარდიოლოგია. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომის, მექსიკაში გამოქვეყნებული აქვს 6 სამეცნიერო ნაშრომი. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, 3 სამედიცინო ასოციაციის წევრი, 4 სამედიცინო კონფერენციის მომხსენებელი. დაჯილდოვებულია მექსიკის სხვადასხვა სამედიცინო ასოციაციის და ორგანიზაციის 20–მდე დიპლომით.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Клинико-демодиналическая характеристика механических протезов в митральной позиции", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.65


გააზიარე: