შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაალ გვიშიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს. 1977–1980წწ. იყო თსუ ასპირანტი "მოლეკულური ბიოლოგიის" სპეციალობით; 1980–1988წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1980–1995წწ. მუშაობდა რესპუბლიკური ფსიქიატრიული საავადმყოფოს სექსოლოგიურ განყოფილებაში; 1995 წლიდან კონსულტაციის "ოჯახი და ქორწინების" თანამშრომელი. ავტორია 17 სამეცნიერო ნაშრომის. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინოზიე F–ის მოქმედება გენეტიკური აპარატის ფუნქციაზე მიოკარდიუმის გადატვირთვისა და დაზიანებისადმი ადაპტაციის დროს", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.66 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |