The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ვახვახიშვილი

თამარ ვახვახიშვილი
Date of birth:4 January, 1894
Date of death:31 October, 1976  (at 82 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Composer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ვარშავა.

დაამთავრა პარიზის კონსერვატორია 1927 წელს.

1921–1926წწ. იყო თბილისის მუსიკალური სკოლის დირექტორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახწელმწიფო დრამატული და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახწელმწიფო დრამატული თეატრების მუსიკალური ნაწილის გამგე; მან კოტე მარჯანიშვილთან ერთად საფუძველი ჩაუყარა და ტრადიცია შეუქმნა თბილისის დრამატულ თეატრში მუსიკალური ხელოვნების ფართოდ დამკვიდრებას, შექმნა მუსიკა 100-მდე დრამატული სპექტაკლისათვის, მათ შორის: "ცხვრის წყარო", "ურიელა კოსტა", "კაკალ გულში", "გუშინდელნი", "როგორ?", "ხატიჯე", "ყვარყვარე თუთაბერი", "თეთრები", "ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ", "ბეატრიჩე ჩენჩი", "მასკარადი"; 1933–1971წწ. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში, სადაც წამყვან თეატრებში მუსიკალურად გააფორმა მრავალი სპექტაკლი, ასე მაგალითად: "ვერაგობა და სიყვარული" (მოსკოვის მცირე თეატრი); ის ავტორია სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებისა, ესენია: ბალეტები: "ბახუსის დღესასწაული"(1919), "სიყვარულის ბანგი" (1920), "სპარტაკი" (1937); პანტომიმები: "მზეთა მზე" (1929), "ხანძარი" (1930); მუსიკალური კომედია "დონ ჰილი–მწვანე შარვალი"; იგი ავტორია წიგნისა "თერთმეტი წელი კოტე მარჯანიშვილთან" (1976); კომპოზიტორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4. - თბ., 1979. – გვ. 335

Awards and Honors

  • 1940 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: