შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო კახაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნაალო ფაკულტეტი 1978 წელს. 1978-1979წწ. იყო ექიმი-ინტერნი; 1979-198წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიისა და სხივური დიაგნოსტიკის კათედრების კლინიკური ორდინატორი; 1982-1987წწ. სტუდენტთა საკონსტრუქტორო სამეცნიერო-კვლევითი ბიუროს უფროსი ლაბორანტი; 1987-1992წწ. საქართველოს დიაგნოსტიკის ცენტრის ულტრაბგერითი განყოფილების ხელმძღვანელი; 1993-1998წწ. შპს სამედიცინო ფირმა "ლაფორტუნატოს" პრეზიდენტი; 2002-2006წწ. სამედიცინო ფირმა "ლაფორტუნატის" კონსულტანტი; 2012 წლიდან კლინიკა "ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია"-ს ექიმი ექოსკოპისტი; 2015 წლიდან კლინიკა "აქსა მედიქალის" ექიმი რადიოლოგი. 2019-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ერთი საავტორო უფლების და 20 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ასევე სადოქტორო დისერტაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; გამოცემული აქვს სამი კრებული. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 173; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |