შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1979 წელს. 1985-1990წწ. იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1991წწ. საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს პროკურორ-მეთოდისტი; 1991-1998წწ. ზესტაფონის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე; 1999 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და ერთი კოლექტიური მონოგრაფიის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"სსრკ მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის კონსტიტუციური უფლება", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 171
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |