The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ კანდელაკი

ზურაბ კანდელაკი
Date of birth:25 February, 1941  (83 years)
Category:Writer, Publicist, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965-1967წწ. სოხუმის დრამატული თეატრის დამდგმელი რეჟისორი; 1967 წლიდან საქართველოს ტელერადიო კორპორაციის რეჟისორი; 1973 წლიდან მთავარი რეჟისორი; პარალელურად დგამდა სპექტაკლებს საქართველოს სხვადასხვა თეატრებში და ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოთეატრის მთავარი რეჟისორი; რადიოში განხორციელებული აქვს ოთხასამდე რადიოსპექტაკლი; სხვადასხვა დროს დადგმული აქვს რადიოსპექტაკლები ბუდაპეშტში, ტალინში, ვარშავაში, მოსკოვში, მინსკში; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", "ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). გამოცემული აქვს მოთხრობების კრებული. მისი მხატვრული ნაწარმოებები და პუბლიცისტური წერილები იბეჭდება ქართულ პრესაში. არის რადიოდადგმების საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი რადიოპიესისთვის - "რეპეტიცია" (1994) და "PRIX EUROPA" - ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი ნ. დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი რადიოსპექტაკლისთვის - "კიდევ ერთხელ სიყვარულზე, ანუ ჩაო, ჩაო" (2005). მიღებული აქვს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრიზი "ოქროს ფრთა" (2013).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 170; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 512-513;  საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 190; საქრთველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.250

Member of Organizations

  • სა­ქარ­თვე­ლოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • სა­ქარ­თვე­ლოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს კულტურის, განათლების და მეცნიერების კომისია, წევრი (1990-1991)

Awards and Honors

  • 1995 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: