Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაზა კანდელაკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1980 წელს. 1991-1992წწ. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1992-1993წწ. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მრჩევლი საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში; 1993–1994წწ. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის პრეს–მდივანი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (სმკ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995–1999წწ. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების კოორდინატორი; 1999–2003წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩი; 2003-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2005–2006წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში; 2013-2018წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში; 2018-2024წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში; 2024 წლის იანვარში დაინიშნა ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად. მიღებული აქვს უნგრეთის სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი "კომანდორის ჯვარი". არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი 2000 წლიდან. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "XIX ს-ის მეორე ნახევრის დასავლეთ საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების პრობლემები", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 170; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 190; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.88 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |