შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ლაითური, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1982 წელს და მოსკოვის სამთო-ქიმიური ნედლეულის სახელმწიფო ინსტიტუტის ასპირანტურა. 1982-1984წწ. იყო სახალხო მეურნეობის, ეკონომიკის დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1993წწ. ოზურგეთის მაღაროთა სამმართველოს დირექტორის მოადგილე; 1988-1991წწ. მოსკოვის სამთოქიმიური ნედლეულის ინსტიტუტის ასპირანტი; ოზურგეთის რაიონული გამგეობის ეკონომიკური რეფორმების განყოფილების უფროსი; 1994-1995წწ. გურიის ვიცე-გუბერნატორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (სმკ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2000 წლიდან მუშაობს ფინანსთა სამინისტროშია სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის იყო თბილისის საფინანსო სამსახურის უფროსი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 168; საქართველოს პარლამენტის ვებგვერი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 187 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |