The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგი ბარხუდარიანი

სერგი ბარხუდარიანი
ოფიციალური სახელი:სარქის ბარხუდარიანი
დაბადების თარიღი:26 აგვისტო, 1887
გარდაცვ. თარიღი:13 მაისი, 1973  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი 1907 წელს; სწავლობდა ბერლინის კომსერვატორიაში 1907–1909წწ.(ფორტეპიანოს კლასი); დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია 1915 წელს (კომპოზიციის კლასი, პროფ. ვ. კალაფატის და პროფ. ი. ვიტოლის კლასი).

კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, იქვე რჩება შემდგომი დახელოვნებისათვის; 1917 წელს ს. ბარხუდარიანი ბრუნდება თბილისში და მართავს საფორტეპიანო კონცერტებს; 1918 წელს კი მიიწვიეს სომხური მუსიკალური სკოლის დირექტორად; 1919-1929 წლებში მუშაობდა ერევნის საგუნდო კურსების ხელმძღვანელად; 1921-1923 წლებში კონცერტებს მართავს ამიერკავკასიაში, მოსკოვსა და ლენინგრადში; 1923–1955წწ. მუშაობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიში პედაგოგად, ამავდროულად ერევნის კონსერვატორიაშიც (1934-1937); 1941 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პროფესორია;  მისი მოწაფეები იყვნენ: ო. თაქთაქიშვილი, შ.  თაქთაქიშვილი, გ. კილაძე, გ. ჩხიკვაძე, შ. აზმაიფარაშვილი, ა. ანდრიაშვილი, ა. ბაბაჯანიანი, ა. არუთინიანი, ო. ბარამიშვილი, ნ. გუდიაშვილი; მის მიერ დაწერილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: სიმფონიური პოემა "ანუში" (1917), ბალეტი "ნარინე" (1938), უვერტიურა "1943", საბავშვო მუსიკალური კომედია "კერი კუჩი", საფორტეპიანო ნაწარმოებები: "ვალსი", "წყარო", "აკვარელი", "ესკიზი", "ზღაპარი", "აღმოსავლური ცეკვები", "სიუიტა", აგრათვე ელეგიები, პრელუდიები, ვალსები, მარშები, ლირიკული სიმღერები, დაამუშავა საიათნოვას სიმღერები და სხვა.

 წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 32; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 2. - თბ., 1977. – გვ.219; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.81;  ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ.67

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1960 - სომხეთის სსრ სახალხო არტისტი
  • 1936 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1935 - სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: