შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969–1971წწ. იყო ჭიათურის ქალაქის პოლიკლინიკის თერაპევტი; 1971–1975წწ. ჭიათურის ქალაქის საავადმყოფოს ექიმი–თეტაპევტი; 1972–1975წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1975–1996წწ. ასისტენტი, 1996 წლიდან კათედრის დოცენტი; 1989 წლიდან თბილისის მე–4 კლინიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების გამგე. ავტორია 23 სამეცნიერო ნაშრომის. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ეკგ–ზე იშემიური T კბილის გენეზისა და დიაგნოსტიკური ღირებულების შესწავლა სხვადასხვა დაავადებების დროს ასაკობრივ ასპექტში", დაიცვა 1981 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.68 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |