შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ჯოჯუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტი 1941 წელს (ისტორიის ფაკულტეტი); ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1953 წელს. 1941–1947წწ. იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც ჩამოაყალიბა 120 კაციანი გუნდი; 1953 წლიდან ასწავლიდა თეორიულ საგნებს თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში; 1939–1952წწ. თამაშობდა ფეხბურთს სხვადასხვა გუნდებში, იყო სპორტის ოსტატი; 1954–1978წწ. ხელმძღვანელობდა ბავშვთა გუნდს თბილისის პიონერთა სასახლეში; მას შექმნილი აქვს: ოთხი ოპერეტა: "ორი გოგონა"(1960), "მეკარე"(1963), "უცნაური მკვლელობა"(1965), რომლებიც დაიდგა თბილისის მუსკომედიის სცენაზე (ასევე დაიდგა ერევანში), ორი საბავშვო ოპერეტა, სიმფონიური, საგუნდო, ინსტრუმენტული, ვოკალური ნაწარმოებები, მათ შორის სიუიტა (1958), საბავშვო კანტატა (1972, შვიდ ნაწილად). წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 85; წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 156; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.74 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |