Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალდე კაკაბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის ფაკულტეტი 1957 წელს, 1963 წელს ასპირანტურა. 1957-1960წწ. თბილისის კერამიკული სკოლის, თბილისის 57-ე საშუალო სკოლის, თბილისის სარეწაო კავშირების საკონსტრუქტორო ბიუროს პედაგოგი; 1964 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის კათედრის პედაგოგი; 1980 წლიდან პროფესორი. ამავე წლებში მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში: კერამიკის საერთაშორისო გამოფენაზე ჟენევაში (1966), საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე ფიეცაში (1970), მსოფლიო გამოფენაზე ვალორისში (1970); წარმატებით მონაწილეობდა კერამიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმზე შიკლოშში, გამოფენაზე მონრეალში (1967), იუგოსლავიაში (1968), საფრანგეთში (1970). ავტორია ნამუშევრებისა: "ძველებური სიმღერა", "მიტოვებული სოფელი", კერამიკული პორტრეტი "კახელი", მარანი "ორნი", მარანი "საქართველო". პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში (1974), მოსკოვში (1977), კოპენჰაგენში (1979), ნანტში (1982), ვლადიმირში (1983). მისი ნამუშევრები მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მუზეუმებშია დაცული. მიღებული აქვს ჟენევის საერთაშორისო გამოფენის დიპლომი (1966), საერთაშორისო გამოფენა-კონკურსის(ფიეცა) საპატიო დიპლომი (1970), მსოფლიო გამოფენაის (ვალორისი) პირველი ხარისხის დიპლომი (1970), სსრკ სამხატვრო აკადემიის საპატიო დიპლომი, კერამიკული ნამუშევრების სერიისათვის (1972), საქართველოს მხატვართა კავშირის მედალი, საუკეთესო კერამიკული ნამუშევრისთვის (1976). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 165; კვირა-საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი: kvira.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.281 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |