The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიქტორ დოლიძე

ვიქტორ დოლიძე
Date of birth:30 July, 1890
Date of death:24 May, 1933  (at 42 years)
Burial location: მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Composer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. 

დაამთავრა კიევის კომერციული ინსტიტუტი 1917 წელს. 

სწავლობდა თბილისის კომერციულ სასწავლებელში, სადაც ჩამოაყალიბა მემანდოლინეებისა და გიტარისტთა ორკესტრი; 1910 წელს თბილისში გამართულ მანდოლინაზე დამკვრელთა კონკურსზე პირველი პრემია დაიმსახურა; პარალელურად სწავლობდა კიევის მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლინოსა და კომპოზიციის კლასში; 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა და შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას; მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ოპერა "ქეთო და კოტეს" (პირველი წარმოდგენა 1919 წლის 11 დეკემბერს გაიმართა, ა. ცაგარელის "ხანუმას" მიხედვით), იგი ქართული კომიკური ოპერის კლასიკური ნიმუშია და დღემდე დიდი წარმატებით სარგებლობს, 1937 წელს ნაჩვენები იყო მოსკოვში საქართველოს ხელოვნებისა და ლიტერატურის პირველ დეკადაზე, სხვადასხვა დროს იდგმებოდა სსრკ არაერთი საოპერო თეატრის სცენაზე(მოსკოვის კ. სტანისლავსკისა და ვ. ნემიროვიჩ–დანჩენკოს სახელობის მუსიკალურ–დრამატულ თეატრში), ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, პოლონეთში; ოპერის მიხედვით შექმნილია მხატვრული კინოფილმი "ქეთო და კოტე"(1947, რეჟისორი ვ. ტაბლიაშვილი); ასევე ავტორია: ოპერები: "ლეილა" (1922, ცაგარელის პიესის "ლეკის ქალი გულჯავარის" მიხედვით), "ცისანა"(1929, ერთაწმინდელის სიუჟეტზე), სიმფონიური ფანტაზია "ივერიადა" (1925), დამუშავებული აქვს აგრეთვე სამხრეთ–ოსეთში მოგზაურობის დროს ჩაწერილი ოსური ხალხური სიმღერები (1926), ოპერა "ზამირა" (1931, ოსურ ხალხურ თემებზე, დაუმთავრებელი), სიმფონია "აზერბაიჯანი" (1932), საფორტეპიანო კონცერტი (1932), რომანსები; ქართული კომიკური ოპერის ფუძემდებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 3. - თბ., 1978. – გვ. 610


Share: