The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ციალა გიორგაძე–ქუთათელაძე

დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს.

1966–1970წწ. სწავლობდა ასპირანტურაში მოსკოვის გამალეას სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1961–1964წწ. მუშაობდა ბორჯომში ექიმ–ორდინატორ თერაპევტად. 1970 წელს თბილისის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ მუშაკად; 1971–1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრაზე ასისტენტი; 1976–1985წწ. სწავლული მდივანი თბილისის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში; 1985 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის. ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Изучение стафилококкового леикоцидина пейтона-Вфлеитайна (PV)", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.69

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გენეტიკოსთა საზოგადოება, წევრი
  • სამედიცინო ინსტიტუტის პროფესიონალ მედიკოსთა საბჭო, წევრი
  • ფარმაკოლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: