The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა გიორგობიანი

მანანა გიორგობიანი
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1976 წელს.

1977-1979წწ. - თბილისის ბვშვთა N7 პოლიკლინიკის ქირურგი; 1980–1982წწ. - ბავშვთა ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1983-1987წწ. - ბავშვთა N5 საავადმყოფოს ქირურგი; 1987 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. კვლევის თემა: ცენტრალური ელექტროანალგეზიის გამოყენება პოსტოპერაციული იმუნოსუპრესიის პროფილაქტიკისათვის ბავშვებში. ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1997).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური ელექტროანალგეზიის გამოყენება ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პოსტოპერაციული იმუნოსუპრესია და მისი პროფილაქტიკა", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.70; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.313-314

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბავშვთა ქირურგიული საზოგადოება, მდივანი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: