The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რამაზ ქარუხნიშვილი

რამაზ ქარუხნიშვილი
Date of birth:24 January, 1936
Date of death:11 September, 2013  (at 77 years)
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1960 წელს.

1959–1960წწ. ასწავლიდა თეორიულ საგნებს თბილისის I და II სამუსიკო სასწავლებლებში; 1960–1961წწ. იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს მუსიკალური დაწესებულებების ინსპექტორი; 1961–1966წწ. და 1973–1981წწ. ქ. თელავის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი; მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია: "სიმფონიური ზღაპარი" ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, სიმფონიური "ფრესკა", სიმფონიური პოემა "26–ის ხსოვნას"(1959), "საცეკვაო იმპროვიზაციები" ფორტეპიანოსათვის(1961, რვა ნაწილად), "მონოდრამა" სოპრანოს, სიმებიანი ორკესტრის, არფისა და ლიტავრისათვის(1965, გ. ლეონიძისა და ს. კაპუტიკიანის ტექსტზე), კანტატა "წელიწადის დრონი"(1968, შერეული საბავშვო გუნდისათვის ა კაპელა, შიო მღვიმელის სიტყვებზე), "კახური მადრიგალები" საბავშვო გუნდისათვის(1968), "კანტატა საქართველოზე"(1969), "ეპიტაფია" კამერული ორკესტრისათვის(1970), ორატორია "გმირულ საქართველოს"(1971, შერეული გუნდისა და ორღანოსათვის, გ. ტაბიძისა და გ. ლეონიძის სიტყვებზე), "დრამატული მოთხრობა"(1972, ხმისთვის, სიმებიანი ორკესტრისა და ლიტავრების თანხლებით, ქართველი და სომეხი პოეტების სიტყვებზე); დაწერილი აქვს მუსიკა კინოფილმისთვის "კაცები"(1974).

 წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 102; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 201; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაwww.conservatoire.edu.ge

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1962-1991)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე (1981-19??)

Awards and Honors

  • 1962 - ახალგაზრდა კომპოზიტორების საკავშირო კონკურსი, ლაურეატი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: