შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამაზ ქარუხნიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1960 წელს. 1959–1960წწ. ასწავლიდა თეორიულ საგნებს თბილისის I და II სამუსიკო სასწავლებლებში; 1960–1961წწ. იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს მუსიკალური დაწესებულებების ინსპექტორი; 1961–1966წწ. და 1973–1981წწ. ქ. თელავის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი; მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია: "სიმფონიური ზღაპარი" ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, სიმფონიური "ფრესკა", სიმფონიური პოემა "26–ის ხსოვნას"(1959), "საცეკვაო იმპროვიზაციები" ფორტეპიანოსათვის(1961, რვა ნაწილად), "მონოდრამა" სოპრანოს, სიმებიანი ორკესტრის, არფისა და ლიტავრისათვის(1965, გ. ლეონიძისა და ს. კაპუტიკიანის ტექსტზე), კანტატა "წელიწადის დრონი"(1968, შერეული საბავშვო გუნდისათვის ა კაპელა, შიო მღვიმელის სიტყვებზე), "კახური მადრიგალები" საბავშვო გუნდისათვის(1968), "კანტატა საქართველოზე"(1969), "ეპიტაფია" კამერული ორკესტრისათვის(1970), ორატორია "გმირულ საქართველოს"(1971, შერეული გუნდისა და ორღანოსათვის, გ. ტაბიძისა და გ. ლეონიძის სიტყვებზე), "დრამატული მოთხრობა"(1972, ხმისთვის, სიმებიანი ორკესტრისა და ლიტავრების თანხლებით, ქართველი და სომეხი პოეტების სიტყვებზე); დაწერილი აქვს მუსიკა კინოფილმისთვის "კაცები"(1974). წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 102; Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 201; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია: www.conservatoire.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |