| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იობი (მიტროპოლიტი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სნო, ყაზბეგის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1982 წელს; მცხეთის სასულიერო აკადემია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს ეკონომისტად; 1983 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილეა; 1984 წელს გაწვეულ იქნა სამხედრო სამსახურში; დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო საქართველოს საპატრიარქოში არქივარიუსად; 1985 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში; სემინარიაში სწავლის პერიოდში, არდადეგების დროს იყო მორჩილი ბეთანიის მამათა მონასტერში, მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში; 1988 წლის 3 იანვარს სამთავროს მონასტერში წილკნელმა ეპისკოპოსმა ზოსიმემ (შიოშვილი) აღკვეცა ბერად და სახელად უწოდა იობი; იმავე წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II ბერი იობი აკურთხა დიაკვნად, ხოლო 28 მარტს მღდვლად; 1988 წლის 22 ივნისს დაინიშნა მარტყოფის მონასტრის წინამძღვრად; 1989 წლის ზაფხულში მონაწილეობდა აჭარაში მისიონერულ მოგზაურობაში; 1989 წლის 3 სექტემბერს აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში, იმავე წლის ოქტომბერში უწმინდესმა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ იქნა აჭარაში სხალტის ახალგახსნილ მამათა მონასტერში; 1990 წლის 28 აგვისტოს აყვანილ იქნა არქიმანდიტრის ხარისხში; 1990 წლის სექტემბერში გადაყვანილ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში, კომანის მონასტერში, მაგრამ ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არქონის გამო იძულებული გახდა დროებით კვლავ თბილისში დაბრუნებულიყო; 1990 წლის ივლისიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს ახალჩამოყალიბებული სოფლის მეურნეობის განყოფილების თავმჯდომარედ, იმავდროულად, ასრულებდა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრის მოვალეობას; 1992 წლის მაისში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით არქიმანდიტრი იობი გამორჩეულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად; 17 მაისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა მისი ეპისკოპოსად კურთხევის წესი; 1992 წლის სექტემბრიდან ეპისკოპოსი იობი დაინიშნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორად; 1992 წლის 25 დეკემბერს გადაყვანილ იქნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად და ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად; ეპარქიაში მოღვაწეობის დროს მეუფე იობის ძალიხმევით გაიხსნა მრავალი ეკლესია-მონასტერი, აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუბრუნდა ქრისტიანულ სარწმუნოებას; 1995 წლის გაზაფხულზე წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ ეპისკოპოსი იობი დაინიშნა ბათუმისა და სხალტის ეპისკოპოსად, 1996 წლის 21 ოქტომბრიდან კი ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1996 წლის 25 დეკემბერს აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წლის დეკემბერში მიტროპოლიტის ხარისხში; 2003 წელს პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან და სათავეში ჩაუდგა საპატრიარქოს საღვთისმეტყველო და ლიტურგიკულ კომისიებში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 159; საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდი: patriarchate.ge; საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი "კვირის პალიტრა".-თბილისი,2026.-N18 (1659).-4 მაისი.-გვ.8 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

