შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ კოკელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: წყალტუბოს რაიონი, სოფელი პატრიკეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიური ფაკულტეტი 1932 წელს; ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს(საკომპოზიტორო). 1928 წელს დაიწყო მუსიკალურ–პედაგოგიური მოღვაწეობა; სხვადასხვა დროს მუშაობდა მუსიკალურ დაწესებულებებსა და მხატვრულ კოლექტივებში; 1937–1943წწ. და 1945 წლიდან იყო ხალხური შემოქმედების სახლის(ახლანდელი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი) დირექტორი; 1941-48წწ. იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1954–1955წწ. იყო საქართველოს ფილარმონიის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; მის ნაწარმოებებს შორისაა: კანტატა "სიმღერა სამგორზე"(1953), "კანტატა სამშობლოზე"(1955), "კანტატა საქართველოზე"(1971), სიმფონიური სიუიტა(1957), სიმღერები, გუნდები, მუსიკა სპექტაკლებისათვის; დაამუშავა სიმღერები "სისატურა"(1932), "გუდისა"(1933); მას ჩაწერილი და ნოტებზე გადატანილი აქვს ასობით ქართული ხალხური სიმღერა, რომელთა ხელნაწერები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში ინახება, გამოცემული აქვს ხალხური სიმღერების არა ერთი სანოტო კრებული: "ქართული ხალხური სიმღერები"(1956), "50 ქართული ხალხური სიმღერა"(1979, თბილისი), "30 ქართული ხალხური სიმღერა"(1981, თბილისი), "100 ქართული ხალხური სიმღერა"(1984, თბილისი), "ზოგი რამ ქართულ ცეკვაზე" (1983, თბილისი). წყარო: Композиторы грузии: Издание второе. – тб., 1973. - გვ. 118; folk.gov.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 114 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |