The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა გოგელია

დაბადების თარიღი:14 მაისი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტი 1972 წელს.

1976–1982წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის გენეტიკის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1983–1985წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1985–1998წწ. წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1985 წლიდან გენეტიკის განყოფილების გამგე; 1993–1994წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრასთან არსებულ ლაზერული თერაპიის კურსის ასისტენტად; 1994–1998წწ. სპორტული მედიცინის და სამედიცინო რეაბილიტაციის კათედრის ასისტენტად; 1998 წლიდან ამავე კათედრის დოცენტია. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მორფო–ფუნქციონალური და ციტოგენეტიკური ცვლილებები შიზოფრენიით დაავადებულთა ლეიკოციტებში და მათზე რიგი ფსიქოტროპული პრეპარატების მოქმედება", დაიცვა 1983 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.71

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გენეტიკოსთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: