Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ხვედრი ინასარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პარიზი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1961წწ. ამავე უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის ასპირანტი. 1961-1989წწ. მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989 წლიდან ამავე ინსტიტუტში ალგებრის განყოფილების გამგე; 1987-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის პროფესორი; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 2006-2008წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეროვნული ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე; 2008 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის მათემატიკური მეცნიერებების ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე. ავტორია წიგნებისა: "Agebraid K-theory"(1995), "Von-abelian Homologica Algebra and its Applications"(1997). 1998 წელს დააარსა ახალი საერთაშორისო მათემატიკური ელექტრონული ჟურნალი. 60 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული აქვს ირანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საერთაშორისო ხარიზმის პირველი პრემია მათემატიკის დარგში (1999). ალგებრის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. მწერალ ნიკოლოზ ინასარიძის შვილი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტოპოლოგიური სივრცეების და მათი უწყვეტი ასახვების სასრული რიგის ნაზრდები", დაიცვა 1966 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კოჰომოლოგიები მნიშვნელობით ნახევარჯგუფებში", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 158; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმეიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 182; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; youtube.com Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |