The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხასან ინაიშვილი

ხასან ინაიშვილი
დაბადების თარიღი:22 სექტემბერი, 1942
გარდაცვ. თარიღი:11 აგვისტო, 2009  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ფერიის სასაფლაო, ბათუმი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1965 წელს.

გამოფენებში მონაწილეობდა 1965 წლიდან. მუშაობდა პორტრეტის, ნატურმორტის, პეიზაჟის ჟანრში. ქმნიდა თემატურ კომპოზიციებს. მისი ნამუშევრებია: "ქართლის პეიზაჟი" (1961), "ნატურმორტი თევზით" (1965), "ცხვრის ფარა მთებში"  (1966), "ყვავილები ფანჯრის რაფაზე" (1968), "სოფელი ჩაისუბანი" (1973), "ქალთა ბრიგადა" (1975), "წარმატებული ნახტომი" (1975) და სხვ. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია სახვითი ხელოვნების დარგში (1988). ნამუშევრები დაცულია ეროვნულ გალერეაში, აჭარის ხელოვნების, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების, კიევის რუსული ხელოვნების მუზეუმებში. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 157;  საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.264; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.231

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1966-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1982 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: