შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხასან ინაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1965 წელს. გამოფენებში მონაწილეობდა 1965 წლიდან. მუშაობდა პორტრეტის, ნატურმორტის, პეიზაჟის ჟანრში. ქმნიდა თემატურ კომპოზიციებს. მისი ნამუშევრებია: "ქართლის პეიზაჟი" (1961), "ნატურმორტი თევზით" (1965), "ცხვრის ფარა მთებში" (1966), "ყვავილები ფანჯრის რაფაზე" (1968), "სოფელი ჩაისუბანი" (1973), "ქალთა ბრიგადა" (1975), "წარმატებული ნახტომი" (1975) და სხვ. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია სახვითი ხელოვნების დარგში (1988). ნამუშევრები დაცულია ეროვნულ გალერეაში, აჭარის ხელოვნების, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების, კიევის რუსული ხელოვნების მუზეუმებში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 157; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.264; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.231 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |