Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოკა იგნატოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1962 წელს. 1964-1969წწ. იყო სპეციალური სამხატვრო-საკონსტრუქტორო ბიუროს, 1970-1973წწ. საქართველოს ტელევიზიის მხატვრული გაფორმების სექტორის მთავარი მხატვარი; 1984 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი და მონუმენტური ფერწერის სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1962 წლიდან ჩაება საგამოფენო საქმიანობაში; ქმნიდა დაზგური ფერწერის და გრაფიკის, მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს, ილუსტრაციებს; მოღვაწეობდა თეატრსა და კინოში. მისი ფერწერული კომპოზიციებია: "თუშეთი", "მუსიკოსები", "კახელები", "ხაბაზები", ტრიპტიქი "ჩემი საქართველო", პანო "სიბრძნე სიცრუისა" და სხვა. აღსანიშნავია მისი, ბიჭვინთაში შესრულებული უზარმაზარი კომპოზიცია "სიმღერა საქართველოზე", მთაწმინდის მიღებათა დარბაზში განთავსებული პანო "ფიროსმანის მონატრება", "ბერიკაობა" კინოს სახლში, განუხორციელებელი კომპოზიციის "თბილისობის" ესკიზები. ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, სურათების ეროვნულ გალერეაში, მოსკოვის ბახრუშინის სახელობის თეატრალურ მუზეუმში, საქართველოს და საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 155; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.195-196; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.158 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |