| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოკა იგნატოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1962 წელს. 1964-1969წწ. - სპეციალური სამხატვრო-საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარი მხატვარი; 1970-1973წწ. - საქართველოს ტელევიზიის მხატვრული გაფორმების სექტორის მთავარი მხატვარი; 1984 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი და მონუმენტური ფერწერის სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1962 წლიდან ჩაება საგამოფენო საქმიანობაში; ქმნიდა დაზგური ფერწერის და გრაფიკის, მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს, ილუსტრაციებს, მოღვაწეობდა თეატრსა და კინოში. მისი ფერწერული კომპოზიციებია: "თუშეთი", "მუსიკოსები", "კახელები", "ხაბაზები", ტრიპტიქი "ჩემი საქართველო", პანო "სიბრძნე სიცრუისა" და სხვა. აღსანიშნავია მისი ბიჭვინთაში შესრულებული უზარმაზარი კომპოზიცია "სიმღერა საქართველოზე", მთაწმინდის მიღებათა დარბაზში განთავსებული პანო "ფიროსმანის მონატრება", "ბერიკაობა" კინოს სახლში, განუხორციელებელი კომპოზიციის "თბილისობის" ესკიზები. ავტორია ქართველ ლიტერატორთა და მეცნიერთა პორტრეტების სერიისა, აგრეთვე XII-XIV სს. ქართველ განმანათლებელთა პორტრეტებისა; გრაფიკული ნამუშევრებისა: "ქართული ლიტერატურის ანთოლოგია" და სერიისა "ძველი თბილისი". ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო პროფესორი. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, სურათების ეროვნულ გალერეაში, მოსკოვის ბახრუშინის სახელობის თეატრალურ მუზეუმში, საქართველოს და საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში. ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, მონუმენტალისტ-დეკორატორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 155; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.195-196; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.158; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 219; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.191; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

