შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რობინზონ თუშურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა რკინიგზის სატრანსპორტო ინსტიტუტის ექსპლუატაციის ფაკულტეტი. 1956-1960წწ. იყო ორჯონიკიძის რაიონის კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი; 1960-1962წწ. ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1965-1976წწ. სახელმწიფო ავტოინსპექციის უფროსი; 1976-1989წწ. სატრანსპორტო პოლიციის უფროსი; 1989-1990წწ. თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი; 1990-1992წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე; 1995-2004წწ. კლუბ "დინამოს" თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 2004 წლიდან თადარიგშია; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მილიციის გენერალ-მაიორი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 151; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.141; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.68 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |