The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ გოგუა–რცხილაძე

დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1921  (103 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1946–1979წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში პედიატრად; 1979–1989წწ. საქართველოს ჯანდაცვის რეაბილიტაციის დისპანსერში. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება მინარევების (Na, K, CH) ცვლას პნევმონიით და რაქიტით დაავადებულ ბავშვებში. არის ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Na, K, CH შემცველობა სისხლში პნევმონიით და რაქიტით დაავადებულ ბავშვებში", დაიცვა 1969 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.75

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - შრომის ვეტერანი
  • 1973 - სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებული

გააზიარე: