The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ცეცილია კალანდაძე

ცეცილია კალანდაძე
Date of birth:21 July, 1914
Date of death:26 March, 2001  (at 86 years)
Burial location:ვერის სასაფლაო, თბილისი
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიი ფაკულტეტი 1938 წელს.

1937-1938წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიული განყოფილების გამგედ; 1939-1941წწ. თსუ ისტორიის კათედრის ასპირანტი; 1934-1945წწ. იმელის საქართველოს ფილიალში მეცნიერ თანამშრომლად; 1945-1950წწ. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული მეორე მსოფლიო ომის ისტორიის შემსწავლელი კომისიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1948-1949წწ. მივლინებული იყო მოსკოვში საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის დოქტურანტურაში; 1950 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1969 წლიდან იყო ინსტიტუტის საკვალიფიკაციო საბჭოს სწავლული მდივანი; 1996 წლიდან აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის ხალხებთან საქართველოს ურთიერთობის განყოფილების გამგე; ორმოციანი წლებიდან მუშაობა დაიწყო ქართველი ერის ისტორიის საკვანძო საკითხების მეცნიერული შესწავლის საქმეში; საყურადღებო მონოგრაფიებია: "ქართველების მონაწილეობა რუსეთის კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში XIX საუკუნის პირველ ნახევარში"(ორ ნაწილად), "საქართველოს რუსეთთან შეერთების ისტორიოგრაფია"; სწავლობდა XX საუკუნის 20-30-ანი წლების საქართველოში მიმდინარე კულტურული აღმშენებლობის საყურადღებო და წინააღმდეგობრივ მეცნიერულ პროცესებს; დიდ ყურადღებას უთმობდა ქართველი ერის მეზობელ ხალხებთან კულტურული ურთიერთობის პრობლემების შესწავლას; არა ერთი საინტერესო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ; მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სესიასა და სიმპოზიუმზე;  სამოცამდე სამეცნიერო გამოკვლევის ავტორი; არაერთი სამეცნიერო კადრის აღმზრდელი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს შეერთება რუსეთთან", დაიცვა 1949 წელს.

სადოქტორო დისერთაციის თემა - "კულტურული რევოლუცია საქართველოში 1921-1941წწ.", დაიცვა 1969 წელს. 

Member of Organizations

  • ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის საკვალიფიკაციო საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე

Awards and Honors

  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: