Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინა ელიოზიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1974 წელს. 1977-1978წწ. მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში; 1978 წლიდან დღემდე ასწავლის სახვით ხელოვნებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; მუშაობს ფერწერასა და გრაფიკაში სხვადასხვა ჟანრში: პორტრეტი, ნატურმორტი, აბსტრაქცია, ფიგურატიული კომპოზიცია და სხვადასხვა ტექნიკაში: ზეთი, გუაში, აკვარელი, პასტელი, ფანქარი; არის გამოჩენილი ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის მოწაფე; გაკეთებული აქვს პერსონალური გამოფენები: თბილისის ბიზნეს ცენტრი (1994), საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი (თბილისი, 1998), თიბისი ბანკი(თბილისი, 1999), გაეროს სახლი (თბილისი, 2001), გალერეა "უნივერსი" (თბილისი, 2005), გაეროს სახლი(თბილისი, 2005), "მასკი" (თბილისი, 2008), აჭარის ხელოვნების მუზეუმი(ბათუმი, 2010); მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში: სოროპტიმისტ მხატვარ ქალთა საერთაშორისო გამოფენა სენ ჟორჟის მუზეუმი (ქ. ლიეჟი, ბელგია, 1997), გამოქვეყნდა შესაბამისი კატალოგი; ხელოვნების საერთაშორისო ვორქშოპი, (გიუზელბახჩე, თურქეთი, 2013) გამოფენა მოეწყო კულტურის ცენტრში და დაიბეჭდა შესაბამისი კატალოგი; საერთაშორისო საკონკურსო გამოფენა "ხელოვნების ინოვაცია", მანხეტენის (ნიუ-იორკი, 2015) "West Park Art Gallery"-ში, მისი ნამუშევრები გამოქვეყნდა შესაბამის კატალოგში; ადგენს თავის წინაპართა მოკლე ბიოგრაფიებს, 2010 წელს მოამზადა პროექტი - გამოფენა "ერთი ოჯახის კულტურული მემკვიდრეობა", რომელიც საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა წარმოადგინა თბილისის ისტორიის მუზეუმში; გამოიცა ალბომი: "მარინა ელიოზიშვილი ფერწერა, გრაფიკა" (გამომცემლობა "პოლარის პრინტი", თბილისი 2015). მისი ნახატების ნახვა შესაძლებელია marina.eliozishvili.name -ზე Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |