The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა ელიოზიშვილი

მარინა ელიოზიშვილი
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1974 წელს.

1977-1978წწ. მუშაობდა სამხატვრო აკადემიაში; 1978 წლიდან დღემდე ასწავლის სახვით ხელოვნებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; მუშაობს ფერწერასა და გრაფიკაში სხვადასხვა ჟანრში: პორტრეტი, ნატურმორტი, აბსტრაქცია, ფიგურატიული კომპოზიცია და სხვადასხვა ტექნიკაში: ზეთი, გუაში, აკვარელი, პასტელი, ფანქარი; არის გამოჩენილი ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის მოწაფე; გაკეთებული აქვს პერსონალური გამოფენები: თბილისის ბიზნეს ცენტრი (1994), საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი (თბილისი, 1998), თიბისი ბანკი(თბილისი, 1999), გაეროს სახლი (თბილისი, 2001), გალერეა "უნივერსი" (თბილისი, 2005), გაეროს სახლი(თბილისი, 2005), "მასკი" (თბილისი, 2008), აჭარის ხელოვნების მუზეუმი(ბათუმი, 2010); მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში: სოროპტიმისტ მხატვარ ქალთა საერთაშორისო გამოფენა სენ ჟორჟის მუზეუმი (ქ. ლიეჟი, ბელგია, 1997), გამოქვეყნდა შესაბამისი კატალოგი; ხელოვნების საერთაშორისო ვორქშოპი, (გიუზელბახჩე, თურქეთი, 2013) გამოფენა მოეწყო კულტურის ცენტრში და დაიბეჭდა შესაბამისი კატალოგი;  საერთაშორისო საკონკურსო გამოფენა "ხელოვნების ინოვაცია", მანხეტენის (ნიუ-იორკი, 2015) "West Park Art Gallery"-ში, მისი ნამუშევრები გამოქვეყნდა შესაბამის კატალოგში; ადგენს თავის წინაპართა მოკლე ბიოგრაფიებს, 2010 წელს მოამზადა პროექტი - გამოფენა "ერთი ოჯახის კულტურული მემკვიდრეობა", რომელიც საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა წარმოადგინა თბილისის ისტორიის მუზეუმში; გამოიცა ალბომი: "მარინა ელიოზიშვილი ფერწერა, გრაფიკა" (გამომცემლობა "პოლარის პრინტი", თბილისი 2015). მისი ნახატების ნახვა შესაძლებელია marina.eliozishvili.name -ზე

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • Soroptimist International "თბილისი", კლუბის კულტურის კოორდინატორი (2010-)
  • Soroptimist International "თბილისი", კლუბის პრეზიდენტი (2008-2010)
  • საერთაშორისო ქალთა ორგანიზაცია "Soroptimist International", წევრი
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1986-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - საკონკურსო საერთაშორისო ხელოვნების გამოფენა(ნიუ-იორკი), კატეგორია რელიზმი, პირველი ადგილი და ოქროს მედალი

გააზიარე: