შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე თევდორაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1995წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1962-1963წწ. იყო ქ. რუსთავის მე-12 საშუალო სკოლის პედაგოგი; 1963-1965წწ. ქ. რუსთავის კომკავშირის მდივანი; 1965-1972წწ. ქ. რუსთავის სკოლის დირექტორის მოადგილე; 1972-1974წწ. ქ. თბილისის მე-3 საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე; 1974-1975წწ. ქ. თბილისის 90-ე საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე; 1975-1978წწ. ქ. თბილისის განათლების სამინისტრო; 1978-1982წწ. ქ. თბილისის 56-ე საშუალო სკოლის დირექტორი; 1982-1985წწ. ქ. თბილისის 121-ე საშუალო სკოლის დირექტორი; 1985-1995წწ. ქ. თბილისის 64-ე საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქარათველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2011წწ. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 2004-2013წწ. შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 142; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 173 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |