შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან თედიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საგარეჯო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი 1971 წელს; 1976 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი. 1968-1971წწ. იყო თბილისის საავეჯო კომბინატის მუშა; 1980-1982წწ. კომკავშირის ცკ-ს სპორტული და თავდაცვის მუშაობის განყოფილების გამგე; 1982-1984წწ. საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარე; 1986-1989წწ. თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე; 1989-1993წწ. ერთობლივი საწარმოების "თსბ"-სა და "აბჯრის" პრეზიდენტი; 1993-1995წწ. კახეთის რეგიონში სახელმწიფო მეთაურის რწმუნებული; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი N11 საგარეჯოს ოლქი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მონაწილეობდა ფილმებში "ხარება და გოგია" (გოგია კენკიშვილი, რეჟ. გ. შენგელაია, 1987), "მეოთხე ბრაიტონი" (კახი, რეჟ. ლ. კოღუაშვილი, 2021); არის სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971), სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი), საქართველოს N1 მეცენატი (1992), კინოფესტივალ "ოქროს არჩას" პირველი პრიზის მფლობელი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "ხარება და გოგია"; ფილმმა "მეოთხე ბრაიტონი", ნიუ-იორკში "ტრაიბეკას" საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, ასევე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა – ლევან თედიაშვილმა; ფილმი ასევე დაჯილდოვდა, საუკეთესო სცენარისთვის. თავისუფალი სტილის მოჭიდავე. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 141; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი : geonoc.org.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.171; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.271; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |