Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პოლიო ირეთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი. სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ თბილისის სასულირო სემინარიაში; მუშაობდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სკოლებში მასწავლებლად; 1895 წელს მისი სახელი პირველად გამოჩნდა გაზეთ "ივერიის" ფურცლებზე; 1905 წელს დაწერა და 1908 წელს დაიდგა და თეატრების რეპერტუარში შევიდა მისი პიესა "დამარცხებულნი", ე. ნინოშვილის მოთხრობებიდან გადმოკეთებული "ქრისტინე", "სოფლის გმირები" ("ჩვენი ქვეყნის რაინდის" მიხედვით) და სხვ.; ავტორია მრავალი მოთხრობის: "გმინვა", "დედა", "ზღვის ნიავი" და სხვ.; მას ეკუთვნის ლ. ტოლსტოის რომანის "აღდგომა" პირველი თარგმანი; 1908 წელს სხვებთან ერთად გამოსცა იუმორისტული ჟურნალი "შუამავალი". იყო რედაქტორი ჟურნალებისა: "სალამურა", "სხივი", "ტარტაროზ", ნიანგი"; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ "მნათობთან"; მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი; მისი ნაწარმოები თარგმნილია და გამოცემულია რუსულ და სომხურ ენებზე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.352 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |