The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კახა თარგამაძე

კახა თარგამაძე
Date of birth:30 November, 1955  (69 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1977 წელს ; 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1979-1992წწ. იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორი, უფროსი ოპერრწმუნებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ოპერრწმუნებული, განყოფილების უფროსის მოადგილე; 1992-1995წწ. ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი; 1995 წელს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თავმჯდომარე, მინისტრის მოადგილე; 1995-2001წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2001 წლის 18 ივლისს მიენიჭა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება. პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 140; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.179

Awards and Honors

  • 1997 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
  • 1995 - ღირსების ორდენი

Share: